ოლიმპიადის ავსტრალიელი სპორტსმენი კოკაინის შეძენის გამო დააკავეს

პროკურატურის ცნობით, ოლიმპიადის მონაწილე, ავსტრალიელი ბალახის ჰოკეის მოთამაშე ტომ კრეიგი პარიზის ცენტრში დილერისგან ნარკოტიკების შეძენის გამო დააკავეს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

28 წლის ჰოკეისტმა ბოლოს 2024 წლის ოლიმპიადაზე თავის გუნდთან მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან დამარცხებისას ითამაშა.

პარიზის პროკურატურის ცნობით, კრეიგმა დილერისგან კოკაინი 6-7 აგვისტოს ღამეს შეიძინა. პარიზის ადგილობრივმა პოლიციამ, ჰოკეისტთან ერთად დააკავა 2006 წელს დაბადებული დილერიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share