“დღევანდელი პარლამენტი არის კლასიკური რუსული წარმოშობის”

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მოდელი, როდესაც პარლამენტში არის ერთი, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე და სამი მცირე პარტია, რომელთა როლი არა ძალაუფლების კონტროლი და დაბალანსება, არამედ ე.წ. “სუვერენული დემოკრატიული” სისტემისთვის ფასადის შექმნა და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, არის კლასიკური რუსული წარმოშობის.
ძირითადი პოლიტიკური ძალები, რომელთაც რეალური მხარდაჭერა აქვთ, მათ ეწოდებათ “არასისტემური ოპოზიცია” და არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი.
რუსეთში:
ხელისუფლება – “ერთიანი რუსეთი”
ოპოზიცია – “სამართლიანი რუსეთი”, “ლიბერალურ-დემოკრატიული” და “კომუნისტური” პარტიები.
არასისტემური ოპოზიცია – ნავალნი და კო.
საქართველოში:
ხელისუფლება – ოცნება
ოპოზიცია – მოქალაქეები, ევროპელი-სოციალისტები, გირჩი.
არასისტემური ოპოზიცია – ყველა გარეთ დარჩენილი.
აქამდე მისვლა კანონზომიერია, რადგან ვინც ამას აყალიბებდა, მან იმ სამყაროში იცხოვრა, იქ ჩამოყალიბდა მისი მსოფმხედველობა მართვის სისტემებთან დაკავშირებით.
ასე რომ, მე პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან არ მაქვს. უფრო საკუთარ თავთან, რადგან ვარ რბილად რომ ვთქვათ ერთ-ერთი, ვინც ეს დაუშვა.”- წერს ხუხაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share