უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქის სოფელი დაიკავეს – ბოლო ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ომიდან

კურსკის ოლქში შესულ უკრაინელ სამხედროებს რუსი მოსახლეობა უკრაინის ჰიმნით ხვდება. ვიდეო როგორ სწავლობენ ადგილობრივები უკრაინის სახელმწიფო ჰიმნს ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მასობრივად ნებდებიან რუსი სამხედროებიც. არაოფიციალური ინფორმაციით ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქიდან ტყვედ ასობით რუსი სამხედრო აიყვანეს.

უკვე მეხუთე დღეა, რაც უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე წინ მიიწევს. ოფიციალური უწყებები სპეცოპერაციაზე ბევრს არაფერს ამბობენ. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლოს გავრცელებულ ტრადიციულ მიმართვაში მხოლოდ უკრაინელი სამხედროები შეაქო და ტყვეთა რიგების შევსებისთვის მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო – ამჯერად ბელგოროდის ოლქიდან. დასახლებული პუნქტის პოროზის კლუბის წინ 252-ე ბატალიონის 5 მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის დროშებით დგას. ვიდეოში ქართველი გიორგი ფარცვანია ჩანს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კურსკის ოლქი 76 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კიევი სპეცოპერაციას აგრძელებს, მაგრამ მის დეტალებსა და მიზანზე რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის მეხუთე დღესაც არ საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share