უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, კონკრეტულად რუსეთის კურსკის ოლქის დასახელების გარეშე, განაცხადა, რომ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის ცნობები “ომის აგრესორის ტერიტორიაზე გადატანაზე”.
“დღეს მთავარსარდალმა სირსკიმ უკვე რამდენჯერმე განაცხადა – ფრონტზე ვითარებაზე და ჩვენს ქმედებებზე, რათა ომი აგრესორის ტერიტორიაზე გადავიტანოთ. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების თითოეულ დანაყოფს, რომელიც ამას აკეთებს. უკრაინა ამტკიცებს, რომ მან ნამდვილად იცის როგორ აღადგინოს სამართლიანობა და გარანტიას იძლევა ზუსტად ისეთი ზეწოლის შესახებ, რომელიც საჭიროა – ზეწოლა აგრესორზე”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ახსენა უკრაინის სუმის რეგიონი, რომელიც ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება რუსეთის ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებს, სადაც ვითარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა და მიმდინარეობს ბრძოლები.
“ჩვენ არ ვტოვებთ ფრონტის არც ერთ ნაწილს უყურადღებოდ. ყველა მიმართულება, სამხედრო შეტაკებების ყველა წერტილი. სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, დონეცკის რეგიონის ყველა მიმართულება, განსაკუთრებით უმძიმესი – პოკროვსკი, ტორეცკი, კრამატორსკი – და ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთი […] განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 47-ე და 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადები. ეს არის ზუსტად პოკროვსკის მიმართულება”, – თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.