რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვაკონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს- ში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005…
    Tags: პოლიციის, დეპარტამენტის, სამმართველოს, აჭარის, კონსტანტინე, თბილისის, ანანიაშვილი, უფროსი, დირექტორის, წლიდან
  • 89
    უილსონი: ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობსსაქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ უილსონი. ის Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე სიტყვით გამოვიდა. ჩვენ აქ ვართ ბევრ მეგობართან ერთად, რათა განვიხილოთ საქართველოს დემოკრატიის და სტრატეგიულ დასავლეთში ინტეგრაციის მომავალი, რადგან საბოლოოდ ეს ორი საკითხი შინაგანად დაკავშირებულია... ჩვენ გვინდა, რომ ეს საუბარი ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ქართველებს, რომ შეასწორონ, ხელი შეუწყონ და…
    Tags: და, რომ, ეს, საქართველოს, ჩვენ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    დასავლეთი და აკვარიუმიდან გამოსული ერი ანუ ჰკითხეთ კრისტიან დანიელსონსბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა