მელია თავდამსხმელზე: არ ვიცი ვინაა, კრებსითი სახელია ოლიგარქიული რეჟიმი

”არ ვიცი, ვინ არის, სიმართლე გითხრათ, ალბათ, აზრიც არ აქვს და სურვილიც არ მაქვს, ვიცოდე, ვინ არის, მათი კრებსითი სახელია ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ნამდვილად აქვს საფუძველი, ნერვიულობდნენ. ისინი წარმოადგენენ იმ გუნდს, რომელსაც, დიახაც, ხელს უშლის განსხვავებულად  მოაზროვნე ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ, ოპოზიციონერები, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო კონკრეტულად – კოალიცია ცვლილებებისთვის.”

თქვა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთერთი ლიდერი მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share