რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის გამო ემუქრება. მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვის მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს.
”ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამნაშავეები, მათ შორის მათი უცხოელი კურატორები, პასუხს აგებენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს”- განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.