“რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება“, წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება.
სააკაშვილი თქმით, რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში და აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად.
„რუსეთის კურკის და ბელგოროდის ოლქებში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში , აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად.
ახლა ამ ქვეყანას ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში.
არ გამოუვათ!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.