7 ათასი ლარის გადახდას ბიუჯეტიდან გორის მერია იმისთვის აპირებს, რომ სოფლის რწმუნებულები ლურჯი ტანსაცმლით შემოსოს – სტრუქტურამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, – ინფორმაციას “ქართლი.ჯი” ავრცელებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, დაახლოებით 7 ათას ლარად გათვალისწინებულია, როგორც ლურჯი ფერის კეპები, ასევე ლურჯი საქარე ქურთუკები,ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკები და საწვიმარი ლაბადები. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, ჩექმებიც ლურჯი ფერის იქნება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია 14 თებერვალს გამოვლინდება.