იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში კულტურის სფეროში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს. წულუკიანი ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია და ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა.
“რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები გაგრძელდება, რათა ჩვენ პარლამენტში გვქონდეს სრული ხედვა, თუ რომელი ორგანიზაცია, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად”, – ამბობს წულუკიანი.