კორონავირუსზე მხოლოდ ის შინაური ცხოველები დაიტესტებიან, რომელთაც სიცხის ან სუნთქვის გართულების მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდებათ.
სამხრეთ კორეაში, შინაურ ცხოველებს – კატებსა და ძაღლებს კორონავირუსზე დატესტავენ – გადაწყვეტილება სეულის მთავრობამ მიიღო, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ერთ კნუტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
იმ შემთხვევაში თუ შინაურ ცხოველს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას სახლში კარანტინში ყოფნა მოუწევს. თუ შინაური ცხოველის პატრონს მოვლა არ შეუძლია, ცხოველს დროებით სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის. თუმცა, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კნუტს ვირუსი მასთან ერთად მცხოვრები დედა–შვილისგან გადაედო.
კორონავირუსით ცხოველების დაინფიცირების შემთხვევა ჯერ კიდევ იშვიათია, თუმცა, გასულ თვეს აშშ–ში ზოოპარკის ბინადარ ორ გორილას COVID-19 დაუდასტურდა
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გარეულ ცხოველებში დაახლოებით ორი თვის წინ დაფიქსირდა – COVID-19 აშშ–ში წაულას აღმოაჩნდა.