გურიის მოამბე

კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

აქედან დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ ყველა ვერ ბედავს ეს ხედი თავის მეხსიერებაში აღბეჭდოს, მითუმეტეს ფოტო გადაიღოს. ეს ადგილი შრი-ლანკაზე სხვა ცათამბჯენებზე არა ნაკლებ საშიშია, რადგან კოშკის მწვერვალზე ასვლა არა ნაგებობის შიდა კიბეებით, არამედ გარეთა სპირალისებური კიბეებით არის შესაძლებელი. რა კოშკია ასეთი, რომლის ზედა სართულებზე ასვლა ყველას ვერ გაუბედია?

ამბულუვავას კოშკი შრი-ლანკას კუნძულზე 2009 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 48 მეტრია. მისი მწვერვალიდან პანორამული ხედი იშლება მიმდებარე ქალაქებზე, ველებზე და მდინარეებზე, მარადმწვანე ხეებზე. კლდე და მის მიმდებარედ არსებული ტყე, ამბულუვავას ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიას შეადგენს, სადაც ცოცხალი ორგანიზმების 126 სახეობა ბინადრობს, აქედან 29 ენდემურია. ნაკრძალში აგრეთვე მცენარეების 200 სახეობაა, მათ შორის სამკურნალო. ამბულუვავას მთა ზღვის დონიდან 3560 მეტრზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ასევე რამდენიმე მთით და მთათა ჯაჭვით.

კომპლექსს ოთხი რელიგიის ცენტრსაც უწოდებენ. აქ მდებარეობს ქრისტიანული ეკლესია, მუსულმანური მეჩეთი, ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები.

და მაინც, ამბულალავას კოშკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი სპირალისებური კიბეა, რომელიც შენობას მწვერვალამდე გარედან აუყვება ლიანასავით.

კიბე ისევე არასაიმედოდ გამოიყურება, როგორც ტროპიკული ლიანა. თუ მასზე ასვლას გადაწყვეტთ, თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად არის-ასასვლელი კიბე შენობის შიგნით იწყება, დაახლოებით შუა წელიდან კი უკვე გარედან მოგიწევთ კოშკზე ასვლა.

რაც უფრო ზემოთ ადიხართ, მით უფრო ვიწროვდება კიბე და მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია მასზე გავლა. თუ ზემოდან მომავალი ადამიანის გატარება გახდა საჭირო, მეორემ რომ გაატაროს-ნიშაში უნდა გადაინაცვლოს. მწვერვალამდე მიღწეულს კი გეჩვენებათ, რომ უფსკრულის პირას ხართ და მხოლოდ ეს ვიწრო კიბეა, მეტი არაფერი. მამაცები მაინც ბოლომდე ადიან. მაგრამ, მართალია, მათ შორის ძირითადად ტურისტები არიან. ადგილობრივები კოშკს გულგრილად უყურებენ, რადგან თვლიან, რომ სულიერებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს, ის უბრალოდ ატრაქციონია ტურისტებისთვის.

http://intermedia.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: