პარტია “გირჩის” წევრი, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნების” პარლამენტში მარტო დატოვება დღეს ყველაზე მართებული ბოიკოტის ფორმაა ოპოზიციის მხრიდან: “ბოიკოტი და “ოცნების” მარტო დატოვება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია. ამის გაცვლა არაფერზე არ შეიძლება, ბოიკოტი უმოკლესი გზაა “ოცნების” ხელისუფლების ჩამოცილებისთვის. “ოცნება” ფუნდამენტურად, თავისი არსით ანტიქართული მოვლენაა. მისი მმართველობა ბრეჟნევისდროინდელი საბჭოთა საქართველოს ყაიდისაა. მასთან თანამშრომლობა წამგებიანია. მასთან მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება საუბარი. ბოიკოტი მასთან სასაუბრო ენაა!”-წერს ზენაიშვილი.