“პირველად ვუყურებთ კამპანიას, როდესაც პოლიტიკური გუნდი ამბობს, რომ მხარი უნდა დაგვიჭიროთ იმიტომ, რომ დედა ვუტიროთ ყველას, დავიჭიროთ და ავკრძალოთ“, – ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ზურაბიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში “ოცნების“ დაპირებების შეფასებისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ასეთი საარჩევნო კამპანია პირველად არის, როცა მეტს არაფერს ამბობენ და მთელს მსოფლიოს ებრძვიან
”ამ დაპირებებზე შეიძლება ის ახსნა მოვუძებნოთ, რომ “ოცნება“ უკვე ძალიან სახელგატეხილია და რაც დაპირდნენ არ აასრულეს, მაგრამ ესეც არ მგონია ლოგიკური, იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგ, მუდმივად გვპირდებოდნე ნაცების გასამართლებას და დასრულებას. ახლაც ესაა მთავარი თემა. უბრალოდ ახლა სხვა ტრანსფორმაციია, ნაცები ვართ ყველა, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოგვწონს. რაიმე ლოგიკა რთულია დავინახოთ, მე მგონია, პირადად ივანიშვილის სურვილები მგონია, ყველაფერს ის გეგმავს და მისი წარმოდგენების მიხედვით არის ყვეალფერი აგებული“, – ამბობს ზურაბიშვილი.
ექსპერტი ოლიგარქის იმიჯზეც საუბრობს და მისი მომხრეების შეურაცხყოფად მიიჩნევს იმას, რომ “ასეთ ლიდერს დუშკაბინით თუ აკვარიუმით დაატარებენ“.
”ივანიშვილის იმიჯი ხალხში, მის მომხრეებშიც კი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გათვლილი აქვს და იცის. ბრძენია და მაგარი ტიპია, ყველაფერი შეუძლია. ასეთ ლიდერს რომ დაატარებნ დუშკაბინით თუ აკვარიუმით, ძალიან შეურაცხმყოფელია მისი მომხრეეებისთვისაც. ვერ მიდის და ელაპარაკება ხალხს და არის შეშინებული და დამფრთხალი. ის გამოიყურება დაღლილ – გატანჯულად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.