მთავრობა 8 მლ-ლარის ერთჯერად ხელთათმანს ყიდულობს

“ფორმულას” ინფორმაციით, მთავრობა 8 მილიონი ლარის ერთჯერად ხელთათმანს ყიდულობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს დაიწყო საბუთების მიღება და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა – კომპანია “გეფა”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.

1 600 000-იანი და 1 000 000-იანი ტენდერების მიზნობრიობა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვაა – ჯამში ხელთათმანებს 550 საბიუჯეტო ორგანიზაციას გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას შესყიდვებიდან 10 წყვილი ხელთათმანი ერგება.

ამჟამად ორივე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო პირობებში იყო ერთი პუნქტი. კერძოდ, კომპანიას 2020 წელს სახელმწიფოსთვის ერთჯერადად მიწოდებული უნდა ქონოდა 1 300 000 ლარზე მეტი შესყიდვის ღირებულების პროდუქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share