სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა.
ბერლინალეს ფორუმს 50-წლიანი ისტორია აქვს. სექციაში 17 საერთაშორისო პროექტი მონაწილეობს. ფორუმის გამარჯვებულ ავტორებს, 10 სხვადასხვა კატეგორიაში, ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცემათ.
წლევანდელი ბერლინის კინოფესტივალი ორ ეტაპად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი ონლაინ რეჟიმში 1-დან 6 მარტის ჩათვლის გაიმართება. მონაწილეთა სრული სია 11 თებერვალს გახდება ცნობილი. მეორე ეტაპი, მოგვიანებით, ივნისში არის დაგეგმილი.
“მოთვინიერება” ქართველი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, უფრო კონკრეტულად კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეძღვნება.