მოქალაქეების მადლობა მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს – თქვენმა გადაწყვეტილებამ აღადგინა სამართლიანობა და გვიხსნა განსაცდელისგან
რედაქციაში დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურის მაცხოვრებლები, შათირიშვილების ოჯახის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ.
ოჯახის სურვილია მადლობა გადაუხადონ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს, მათივე განცხადებით, სამართლიანი გადაწყვეტილების გამო, რომელმაც, მათივე მტკიცებით, დიდი გაუგებრობისა და განსაცდელისაგან იხსნა მათი ოჯახი.
გთავაზობთ სამადლობელ წერილს სრულად:
„ჩვენი ოჯახის სახელით, გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ თორნიკე კაპანაძეს, იმ სამართლიანი გადაწყვეტილების გამო, რომელმაც იხსნა ჩვენი ოჯახი დიდი გაუგებრობისაგან და ააცილა უსამართლო შეტევა ჩვენს ოჯახს, რომელსაც შესაძლოა დიდი დარტყმა მოეყენებინა ჩვენთვის.
ეს სამართლიანი გადაწყვეტილება განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენთვის იმ გარემოებაში, როცა თითქმის სრულად გვქონდა გადაწურული იმედი სამართლიანობის დადგენის შესაძლებლობაში.
გვინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი მოღვაწეობა, იმისთვის რომ, ჩვენისთანა უბრალო ადამიანებმა არასდროს არ დაკარგონ იმედი – სიმართლე ბოლოს მაინც იმარჯვებს და კეთილი ბოროტზე ძლიერია. დიდი მადლობა თქვენ.“
ზვიად, ნიკოლოზ და მარგარიტა შათირიშვილები, დაბა ჩოხატაური.