“წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა რეკავს 144-ზე და გადაადგილების საშვს ითხოვს საღამოს 22 საათამდე”-წერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და აღნიშნული პოსტით იმას უსვამს ხაზს, თუ როგორია ქვეყანაში კანონისადმი პატივისცემა და მისი უზენაესობა: “წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა რეკავს 144-ზე და გადაადგილების საშვს ითხოვს საღამოს 22 საათამდე, რადგან ცხოველი ყავს წამოსაყვანი ვეტერინარიდან და ოპერატორი ცივი უარით ისტუმრებს. ბიძინას მაინც მოყავს ცხოველი, მას პატრული აჩერებს და 2000 ლარით აჯარიმებს. ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ, თუ ჩვენი პერსონაჟი ბიძინა გვარად ივანიშვილი არ იქნება, კანონი მკაცრიც გახდება და აღსრულდება კიდეც. აი, ასეთია კანონის უზენაესობა ქართულად. მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ბევრ ჩვენგანს არა კანონის უზენაესობა, არამედ ივანიშვილობა უნდა”-წერს მშვენიერაძე.
მსგავსი სტატიები
- 96
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით,…
- 96
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…
- 95
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს. ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. წერილში ვრცლად მოიხილავს, მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს და კვლავ ასევე ვრცლად…
- 95
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2020 წელს აჯამებს და სხვადასხვა ნომინაციაში "გამარჯვებულს" ავლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…