“ესენი უნდა დავსპირტოთ და შევინახოთ, რომ მომავალ თაობებს ვანახოთ, როგორი არ უნდა იყვნენ”-განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მთავრობის წევრებისა და “ოცნების” მმართველობის შეფასებისას.
“ოღონდ ამ რუსების ოკუპაციას დავაღწიოთ თავი, მეტი არაფერი არ მინდა. არ შეიძლება ამ რუსეთთან თანამშრომლობა ხალხო. არადა უკვე თავზე გვაზიან. არ ვიცი რა გეშველებათ თქვენ, მე კი მეშველება სამარე.
მთელი ხალხი უნდა გამოვიდეს და მივაწვდინოთ ხმა რა. მაგრამ ყველა დანაწევრებულია. არიან ისეთი ქართველები, რომლებსაც შეუძლიათ, მაგრამ რცხვენიათ. ყველას რაღაც სტატუსს აკერებენ.
ყველას, ვინც რამეს იტყვის ნაცს ეძახიან. არადა, სულ ნაცების მაგინებელი ვიყავი… ამათმა სხვისკენ ხელის გაშვერას ჯობია კარგად დაითვალონ რამდენი ხრეს, რამდენი იკრიმინალეს, იპარეს და წაიღეს. რამდენი შერჩათ კარგად დაითვალონ”. –განაცხადა ყუბანეიშვილმა.