გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოება, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, ერთ მხარეს არიან, ოპონენტები კი კორონავირუსის მხარეს.
„ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ამ ვირუსს. მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა. მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება და ეპიდემიოლოგები, ექიმები ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ ვირუსის შეკავებისთვის და ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხარეს კი იყვნენ ჩვენი ოპონენტები.
მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს, ოპონენტები კი ვირუსის მხარეს, რაც ძალიან ცუდია.
ასეთ დროს, ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ყველა ერთიანდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. ეს უპასუხისმგებლობის დამადასტურებელი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ხედავთ საარჩევნო კამპანიას, ჩვენ შეხვედრებს როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია. შეხვედრებზე ადამიანები პირბადეებით იმყოფებიან და დაცულია სოციალური დისტანცია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა მსვლელობა და აქცია გაიმართეს.
მსგავსი სტატიები
- 56
თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
- 55
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 53
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 53