“ჩემი ხმა ევროკავშირს” – საქართველოში 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ქმნის.
ყოფილი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევროპული ორბიტას დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, იქმნება დამკვირვებლების ბაზა, სადაც 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს შეეძლებათ დარეგისტრირება.
“30-მდე ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ კოალიციურად და შევთავაზოთ 18 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს, რომ დარეგისტრირდნენ ჩვენი დამკვირვებლების ბაზაში.
ჩვენი გეგმები არის ის, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით და გვყავდეს ყველა უბანზე დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, ვიყოთ კოორდინაციაში სხვა სადამკვირვებლო მისიებთანაც” – თქვა ლომჯარიამ.