ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი- ბათუმის საავტომობილო გზაზე, ჭანიეთის მონაკვეთზე. ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველმა უთხრა, ძალიან სწრაფად მოძრაობდა ორივე ავტომობილი.
“მე მარშუტკაში ვიჯექი, უცბად მოხდა, ისე ჩაიქროლა მანქანამ და კიდევაც იყო შეჯახების ხმა, მგონი ძალიან დაშავდნენ მგზავრები, ასე თქვეს.”- თქვა თვითმხილველმა.
შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.