გასული კვირის მიწურულს, საკუTარ საცხოვრებელ სახლში, მოულოდნელად – მანანა მენაბდე გარდაიცვალა.
ოზურგეთის კულტურის განყოფილების, კულტურის სახლის და წლების განმავლობაში სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელი.
ბოლოს ის ოზურგეთის მუზეუმთა გაერთიანების დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის უშუალო მითითებით, სამსახურიდან დაითხოვეს.
მანანა მენაბდის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა ოზურგეთის საზოგადოებას.
განსაკუთრებით იმ ფაქტმა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ღვაწლმოსილ ადამიანებს.
მანანა მენაბდე მიიჩნევდა, რომ ის უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ის იყო დევნის მსხვერპლი და ოზურგეთის მერს სასამართლოში უჩიოდა.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებას არაერთი ადგილობრივი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის გთავაზობთ რამდენიმეს:
ლელა იმედაშვილი-ჩემს ბედნიერ ბავშვობაში პირველად მან დამაყენა სცენაზე…სკოლის დასრულებამდე ვინ დათვლის, რამდენი საინტერესო ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო და მეც იქ ვიყავი, სადაც მანანა…მერე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რამდენიმე თვე ჩემი უფროსი იყო… მერე ჩემი უფროსი მეგობარი გახდა…თითქოს დაებედა, მუდმივ ჭიდილში ყოფილიყო ცხოვრებასთან…და სულ იმარჯვებდა ამ ბრძოლაში… ახლა დამარცხდა ან დაამარცხეს… ვინ- ვის, საკითხავია?! ვერ ვაპატიებ ჩემ თავს, ვერ მოვაღწიე შენამდე, სიცოცხლეში რომ მეთქვა ის, რასაც ახლა ვამბობ და მეტიც… მენანები… დააკლდები ჩვენს ქალაქს… შენი ნიშა გქონდა შენ, ჩემო მანანა მენაბდე
ლევან ჩხაიძე-მთლად სიყრმიდან ვიცნობდი…ჯერ იმით დამამახსოვრდა,სულ როგორი კოპწია იყო,ფერადი და მაღალ ქუსლებზე…უკვე მოზარდობაში გავიცანი,როგორც ორგანიზატორი,როგორც მტკიცე ხელმძღვანელი…რომ ვეცადო,ვერც კი გავიხსენებ მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების რაოდენობას ყველა რანგისა და მასშტაბის,რომელთაც არასოდეს გამოვკლებივარ….უკვე ყმაწვილკაცობაში მე ის გავიცანი,როგორც ძლიერი,უშიშარი,მებრძოლი,სიახლეების არმოშიში,რეფორმატორი,რისკიანი,მეგობრობისა და პრინციპების ერთგული ქალი,რომელიც მართლა სამაგალითოდ მშვიდად ხვდებოდა მის ცხოვრებაში გაელვებულ მარცხებს და მერე ვხედავდი,როგორ ღირსეულად უბრუნდებოდა თავის ადგილს და მდგომარეობას! დიდი მასშტაბები იყო ამ პატარა მანანაში თავმოყრილი,განსაკუთრებული სიყვარული თავისი საქმის და გამოცდილებაც და კომპეტენციაც შესაბამისი! ბავშვობიდან დღემდე ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ სიყვარულს,ნდობას და პატივისცემას!
მადლობელი ვარ შენი უამრავი ბედნიერი დღისთვის,შავბნელ 90-იანებში ბედნიერი ბავშვობისთვის,ერთგული მეგობრობისთვის,კიდევ უამრავი ბევრი რამისთვის….და იმ ერთადერთი კონცერტისთვის,ჩემს მშობლიურ ქალაქში რომ გვქონდა მე და ჩემს მარეხის….გული მწყდება,რომ ასე ვრცლად სიცოცხლეში ვერ გითხარი ეს ყველაფერი,მაგრამ იმასაც სულ ვგრძნობდი,ნებისმიერი ჩემი წარმატებით როგორ ხარობდი და ამას შენს წარმატებადაც ღებულობდი
მშვიდობით ჩემო მანანიკო…დამაკლდები,დააკლდები ჩვენს იზურგეთს…
მარინა ჯაფარიძე – ჩემო ..პატარა მანჩო”, დიდი სიყვარულის ადამიანო, იცი შენ როგორ მიყვარდი და რა პატივისცემაც მქონდა შენი! თბილად მახსენდება შენთან ურთიერთობის ყველა ეტაპი. სიკეთე და სიყვარული არავისთვის გეშურებოდა. ნიჭიერების გვერდით იდექი მუდამ.ხელოვნებას ეფერებოდი!!!ადამიანი გიყვარდა და ზოგჯერ, სწორედ ის ადამიანები გტკენდნენ გულს! მუდამ კოხტა, ხალისიანი და სახემცინარი მემახსოვრები! ეს ფოტოც საგანგებოდ შევარჩიე. ასეთი სევდისფერი თვალები გქონდა ბოლოს რომ შეგხვდი! შენი გულისტკივილი გამანდე და დამლოცე! მეუცნაურა შენი თვალებიც და დალოცვაც, რადგან გამოსათხოვარს გავდა ეს ყველაფერი. წასულმა უკან მოგიხედე . მძიმედ მიუყვებოდი თეატრალირი მოედნის დაღმართს, რა ვიცოდი, თურმე უკანასკნელად გხედავდი! ნათელში გვიმყოფოს უფალმა შენი სული!
“გურიის მოამბე” გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ცნობილი საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო და გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქალაქში დასრულდება განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნა, შანტაჟი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ შეწყდება რეპრესიები.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: