ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი შეერთებული შტატების მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს პლატფორმა “X”-ზე ეხმაურება – როგორც ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს, მოხარულია, რომ “ბაიდენის ადმინისტრაციამ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლებ პირს სანქციები დაუწესა“.
ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ შტატები ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, – წერს ჯინ შაჰინი X-ზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, “რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას” ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი – ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ლაგაზაური მილერი
- პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერი – კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერი – ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.