მოხარული ვარ, რომ აშშ აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს – რიში

ამერიკელი სენატორი ჯინ რიში შეერთებული შტატების მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვისა და ივანიშვილის გუნდთან დაახლოებული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას მიესალმება.

სენატორი სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ “საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება ძალადობისა და შიშს გარეშე უნდა შეეძლოთ“.

”მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება”, – წერს ჯიმ რიში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share