ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტექსტი, რომელიც მან გორში გააჟღერა, იყო ნაფიქრი და დაწერილი მოსკოვში.
ბიბილაშვილის მტკიცებით, “ივანიშვილის რუსული რეჟიმი“ ცდილობს, არათუ გაასამართლონ წარსული და გადაწერონ ისტორია, არამედ გაასამართლონ თავმოყვარე, წარმატებული საქართველოს იდეა.“
”ისტორიის უმძიმეს ეტაპზე ვიმყოფებით, მე ვფიქრობ, ეს იყო მოსკოვში ნაფიქრი და დაწერილი ტექსტი. რატომ გორში? იმიტომ რომ სიმბოლურად, რუსები, ივანიშვილი რუსია და ეს რეჟიმი რუსულია, ცდილობენ სამაგალითოდ დასაჯონ საქართველო და სიმბოლოების დატვირთვა შესძინონ ყველაფერს. უბრალოდ კი არ გაასამართლონ წარსული და გადაგვიწერონ ისტორია, არამედ გაასამართლონ თავმოყვარე, წარმატებული საქართველოს იდეა.
ესენი არიან სამაგალითო, უნაკლო, უზადო მონები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ. რასაც ესენი აკეთებენ არის თითოეული ჩვენგანის სულში ჩაფურთხება, არ არსებობს სასჯელი, რომელიც ამათთვის ადეკვატური იქნებოდა. გალიების უკან რომ იმალება, მართლა გლობალური ომის პარტიის კი არ ეშინია, ჩვეულებრივი , თავმოყვარე ქართველის ეშინია, ისეთი ადამიანების ეშინია, რომელიც ყორღანაშვილს შეხვდა ქიმზე, რადგან თვითონაა ყორღანაშვილი და სერგო ორჯონიკიძე. ეს სამაგალითო მონები, ლაჩრები, უპრეცედენტო კორუფციის სანაცვლოდ ქვეყანას გვპარავენ“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.