”ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად.
ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი.
კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად – ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა.
არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში, ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან, ეს არასწორია, ეს არ წაადგება რა თქმა უნდა ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში.
ჩვენს აღქმაში ევროპა ნიშნავს პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ნიშნავს ქრისტიანულ ფასეულობებს.
საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ტრადიციები და საერთო ქრისტიანული კულტურა.”