ვინმემ ყური შეიბერტყა?! რომელიმე ორგანომ რამე გააკეთა?! – რას წერდა კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში?

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა.

როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და სათანადო ზომების მიღებასაც გეგმავდა.

”მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი  სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან !! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს“ 

ვინმემ ყური შეიბერტყა?! რომელიმე ორგანომ რამე გააკეთა?! – წერდა კესარია აბრამიძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დაახლოებით ერთი საათის წინ მოკლეს.

მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share