“სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს”-მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებული ვართ, მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს ამ ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს.  სააკაშვილისგან ასეთი არაადექვატური და შეურაცხმყოფელი განცხადებები “გასაკვირიც აღარ არის”.

უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე გაგრძელდება და  მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და მიხეილ საკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share