ძალიან სამწუხაროა, ამ დროს, მაღალი ტრიბუნიდან მოწოდებული ოპოზიციური მოლაპარაკების ისეთი მოლოდინით დაწყება და ისე დამთავრება, როგორც გუშინ ვიხილეთ.
პროცესის მიმართ მოლოდინისა და საჯაროობის ასეთი გაზრდის ფონზე, მის ყველა მონაწილეს მეტი პასუხისმგებლობა მართებდა, – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში გახარიას გუნდსა და ძლიერ საქართველოს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმიანება.
მისი თქმით, ახლა არის ის დრო, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, რათა მათ ადამიანები ენდობოდნენ.
„ბოლო რამდენიმე თვე ჩემი დროის უდიდესი ნაწილი გავატარე ველზე, ვხვდებოდი ხალხს, ხალხს რომელსაც უნდა ცვლილება და სჯერა მისი
მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ხალხს სჯეროდეს პოლიტიკოსების, მათი პასუხისმგებლობის და მანდატის, რომელსაც მათ ჩააბარებს, სჯეროდეს რომ მათ სურთ სისტემური ცვლილება და არა ვინმეს სადმე ჩანაცვლება.
ძალიან სამწუხაროა, ამ დროს, მაღალი ტრიბუნიდან მოწოდებული ოპოზიციური მოლაპარაკების ისეთი მოლოდინით დაწყება და ისე დამთავრება, როგორც გუშინ ვიხილეთ.
პროცესის მიმართ მოლოდინისა და საჯაროობის ასეთი გაზრდის ფონზე, მის ყველა მონაწილეს მეტი პასუხისმგებლობა მართებდა.
მიუხედავად უხერხულად მძიმე შედეგისა, ვუსურვებ წარმატებას, პასუხისმგებლობასა და ცვლილებაში წვლილის შეტანას, მის თითოეულ მონაწილეს.
ამ ქვეყანაში მომავალი, არის ხალხის, ცვლილება გარდაუვალია და დადგება 26 ოქტომბერს“, – წერს მელია.