ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია. 0,3 მლ დოზირებული შპრიცი საქართველომ დონაციით მიიღო.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes & Medical Devices Ltd “.-აცხადებს უწყება.