“პიროვნებას გააჩნია რის გამკეთებელია, მე ამ გოგოს არ ვიცნობ. ამ კულტურის სფეროს თუ რამე უშველის, ვერ გეტყვით. ძალიან სუსტი მთავრობაა და წულუკიანი რას უშველის კულტურას? ვერაფერს უშველის. ზოგადად, ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ კულტურის სფეროზე ლაპარაკი ადრეა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად დაღუპულია. მე არ მეხება, ჩემს სფეროს არ ეხება. ეს ეხება თეატრებს და ა.შ. შეიძლება, რაღაც მოაბას თავი. დაბნეული ვარ, რატომ ეს არჩევანი – საიდან სად? იუსტიციის მინისტრობიდან რა შუაშია? გამოდიან და ზღაპრებს ყვებიან, კულტურის სფეროდან არ უნდა იყოსო – აბა, მთვარიდან ხომ არ იქნება კულტურის მინისტრი?”-ასე ეხმაურება მომღერალი მერაბ სეფაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად შესაძლო დანიშვნას.
მსგავსი სტატიები
- 91
- 91
„დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. ომის დროს „ზემელზე“ პურს ყიდდა, რომ თავისი საძმო გამოეკვება. არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ…
- 91
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 91
ძალიან საინტერესო ისტორია. ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა. ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები…