ევროპის ვიცე – ჩემპიონი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში იურუ ლომაძე, მისი ფეხბურთელი ძმა, ლაშა ლომაძე და ლომაძების სამი ბიძაშვილი საპატიმრიდან დღეს გაათავისუფლეს.
დაკავებულებს ამ ეტაპისათვის შინა პატიმრიბა მიესაჯათ.
ახალგაზრდა,წარმატებული მოჭიდავე, მისი ძმა და ბიძაშვილები 7 თვის წინ, ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საქმე რეზობანსული იყო და იური ლომაძის, მისი ძმისა და ბიძაშვილების გათავისუფლების მოთხივნით მთლიანად სპორტული სამყარო გაერთიანდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში,შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავეს. ისინი ამ დრომდე სასჯელს იხდიდნენ.