„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობით ისინი მომავლის კანონს მიიღებენ და კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტში შესვლას არ გულისხმობს.
„დარწმუნებული ვართ, ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში კი არ შევა, მომავლის კანონს მიიღებს. ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან არც ვადამდელ არჩევნებს, არც არჩევნების გაყალბებას, არც პოლიტპატიმრების საკითხს. ოპოზიციას ხელისუფლებასთან მრავალი ფრონტი გვაქვს და ერთ-ერთ ფრონტზე, საკონსტიტუციო ცვლილებების ფრონტზე გადავდივართ კონტრშეტევაზე.
დანარჩენ ოპოზიციას საჯაროდ მივმართავთ. არმაზ ახვლედიანმა უკვე საჯაროდ პოზიტიური განწყობა გამოხატა, დანარჩენებთან გვექნება საუბარი და თუ ვინმე პროპაგანდისტული მიზნებით შემოტევას დააპირებს, რამენაირად შევძლებთ პასუხის გაცემას“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.