კომპანია „პარვუს ჯგუფი“  შემოქმედის თემში საგანმანათლებლო პროექტებს აგრძელებს

კომპანია “პარვუს ჯგუფისა” და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  – კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე – „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად შეძლებენ დაასაბუთონ რა როლი აქვს განახლებად ენერგიებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხო, ეკოლოგიური  მომავლის შექმნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში თავად იქნებიან ჩართული ენერგეტიკული პროექტების მართვასა და განხორციელებაში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე ტრენერებმა გამართეს შემაჯამებელი შეხვედრა „ღია გაკვეთილის“ ფორმატში   პედაგოგთა და მშობელთა მონაწილეობით.  ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შეძენილი უნარების და ცოდნის გაზიარების საშუალება.  მათი თხოვნით კომპანია მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელებს ტრენინგებს „საკვირაო სკოლის“ ფორმატში, რომლის ფარგლებშიც  განახლებადი ენერგიების შესახებ ცოდნის გარდა, გამოიმუშავებენ პროექტების წერის უნარებს, ჩატარდება პროფესიული ორიენტაციის ვორქშოფები, მოსწავლეების ჩართულობით წელსაც დაიგეგმება  დასუფთავების და გამწვანების აქციები, ტური ობიექტზე და სხვა აქტივობები.

 

კომპანია “პარვუს ჯგუფი” წელს კიდევ უფრო გააფართოებს საგანმანათლებლო პროექტების სამიზნე აუდიტორიას და  შემდეგი კვირიდან აქტიურად დაიწყებს ტრენინგების ციკლს  პედაგოგებისთვის, მათივე საჭიროებების და სურვილების გათვალისწინებით.  წინასწარი შეხვედრების შემდეგ პედაგოგებმა  ბავშვთა კვალიფიციურ ფსიქოლოგთან, ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან შეხვედრების სურვილი გამოთქვეს. ასევე ჩატარდება პროექტების წერის და ფონდების მოძიების სემინარები და ვორქშოფები სხვადასხვა უნარების გამომუშავების მიზნით.

საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკით აღიარებული რეგულაციების მიხედვით,  გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას  კომპანიას აქვს ვალდებულება  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თემში სოციალური საკითხების მიმართულებით გარკვეულ აქტივობები განახორციელოს,  წინასწარი მოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა ჯანდაცვის და განათლების  მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მიმდიბნარეობს და კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტების  განხორციელება.  ამ მიმართულებით კომპანია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას ჩართულობისკენ, იდეების, საჭიროებების გაზიარების და მონაწილეობის კუთხით.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share