“თუ გარეთ გახვალ ელისო, ნახავ ასეთია დღეს ჩვენი ქვეყანა”

“ამბავი მოყოლის გარეშეც ჩანს! დედა ნაგვის ურნაში ეძებს საკვებს და მცირეწლოვანი შვილი ელოდება  ეს არის დღეს ჩვენი ქვეყანა, ბევრს ვფიქრობ, თუ გარეთ გახვალთ ასეთ სურათს ნახავთ ელისო ღმერთის ოდნავადაც არ გეშინიათ ?!”- დაწერა ფეისბუკ მომხმარებელმა, ბექა ერიაშვილმა და ვიდეო გამოაქვეყნა. ის ცოტა ხნის წინ პარლამენტარ და პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა რომ, ომი რომ არ გვაქვს ამით უნდა ვიყოთ კმაყოფილები:

“8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! “, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”ელისო ბოლქვაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო და ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოს გასაძლიერებლად.”- განაცხადა პიანისტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share