ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში არსებული სიტუაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ “ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს ევროპას აშორებს და თავისუფლებებს ზღუდავს, შეშფოთებულია“.
ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებას პლატფორმა X-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლო ავრცელებს, სადაც წერია, რომ “შტატები ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ხმას ყოველთვის ამოიღებს“.
”შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს.
შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის”, – წერს ბრაიენი.