ვასილ ჩიგოგიძის და ბექა ოდიშარიას შვილები ჰამბურგში გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ვიდეო მიმდინარე წლის 3 აგვისტოს გაავრცელა. დღეს კი, გადაცემისთვის “მთავარი შაბათს” ცნობილი გახდა, რომ ვიდეოში ასახული პირები, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელებს უპირისპირდებიან, სწორედ მმართველი პარტიის დეპუტატების შვილები არიან.
“პრობლემები გინდათ? ჩვენ უბრალოდ მივდიოდით და თქვენ ჩემს მეგობარს იჭერთ… ახლავე ჩემს ადვოკატს დავურეკავ”, – მიმართავს პოლიციელს ოდიშარიას შვილი და ამბობს: “ტურისტები ვართ, სტუდენტები. პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი”
May be an image of 5 people, beard and text
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share