”ბატონ ივანიშვილს არასდროს შევხვედრილვარ. მე მასთან შეხვედრა მოვითხოვე, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, თუმცა მან ყველა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ვფიქრობ, პრობლემურია, როდესაც პირი, რომელიც ცნობილია, რომ მართავს მართველ პარტიას, უარს ამბობს შეხვდეს სტრატეგიულ პარტნიორებს, საერთაშორისო მხარეებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო.
ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის არანაირი ფინანსური სანქცია არ დაგვიწესებია. თავად ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ არის დეფაქტო სანქციები, რაც სიმართლე არ არის. მას საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლოები აქვს. როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ეს საქმეები, სასამართლოებში განიხილება – ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ში. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმაზე არ დაობენ, რომ ჩვენ მათ დეფაქტო სანქციები დავუწესეთ”-
განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.