ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შედმეგ დააკავა, როცა დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია.
გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო და შემთხვევა დაახლოებით ზაფხულში მოხდა.
სოფლის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონასთან სოცმუშაკი მუშაობდა და ბოლო ვიზიტი 4 თებერვალს განახორციელა. სახელმწიოფ ზრუნვის სააგენტოდან კი მოგვწერეს, რომ ბავშვთან ფსიქოლოგი არ მუშაობდა:
გუშინ, 10 თებერვალს, შსს „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არათუ დაკავება, გამოძიებაც კი არ იყო დაწყებული ამ საქმეზე.
შსს-ს მიერ დღეს, 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბათუმელები”
მსგავსი სტატიები
- 86
- 85
ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ადგილობრივი მცხოვრების ოჯახში შეიჭრნენ და 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. მოხუცს ყაჩაღებმა ფული მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მის საწამებლად უთო გამოიყენეს. შედეგად, დაზარალებულს სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ…
- 85
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ცოლის ძმამ სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.