“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური სახალხო მსვლელობის გეგმა ცნობილია.
როგორც ცნობილი ხდება, სახალხო მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყება.
საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს; საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას; საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს; საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:
• მარჯანიშვილის მოედანი
• გმირთა მოედანი
• რესპუბლიკის მოედანი
• 300 არაგველის მოედანიდა როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ “არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.