ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რა მოხდება, თუ “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება.
ქადაგიძე დეტალურად წერს, ყველა იმ პუნქტზე, რომელიც ქვეყანას იზოლაციის შემთხვევაში ემუქრება და აღნიშნავს, რომ “ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის პირისპირ დარჩენაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყნის ბელორუსიზაციის საბოლოო ფაზაზე.“
”მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი, თუ რა გველის ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის და შემდგომი იზოლაციის შემთხვევაში:
– ლარის მყისიერი გაუფასურება (მხოლოდ პირველი ეფექტი), კიდევ უფრო გაზრდილი ფასები და ინფლაცია
– კიდევ უფრო გაზრდილი ემიგრაციის ტალღა, მინიმუმ დამატებით 100 ათასი ჩვენი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას
– ასობით და ათასობით ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტი დაიხურება, რაც გამოიწვევს დამატებით უმუშევრობას და ბიზნეს აქტივობის შემცირებას
– დაფიქსირდება უარყოფითი საინვესტიციო ბალანსი, რადგან დასავლური ინვესტორები დაიწყებენ გასვლას ქვეყნიდან, რაც დამატებით გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და ლარის გაუფასურებას
– არარეზიდენტების დეპოზიტები დაიწყებს გასვლას ქვეყნიდან, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების გაძვირებას და მყისიერ ლიკვიდობის შოკს
– შეჩერდება და დროში გაიწელება ყველა სავჭრო და საბანკო ოპერაცია, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის, რაც ეკონომიკურ აქტივობას დამატებით შეამცირებს
– რუსი მიგრანტების ეფექტის ამოწურვასთან ერთად ჩამოშლას დაიწყებს უძრავი ქონების ბაზარი, რაც გამოიწვევს დეველოპერების, მშენებლების და სხვა მათთან დაკავშირებული სექტორების ღრმა კრიზისს
– ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება, გაძვირდება და კეთროვანი გახდება ყველასთვის გარდა კორუპირებული ჩინოვნიკებისა და დარჩენილი რუსულ-კადიროვული სტილის ბიზნესისა
ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის პირისპირ დარჩენაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყნის ბელორუსიზაციის საბოლოო ფაზაზე.
ოლიგარქული რეჟიმის საოცნებო მოდელი არის ულამაზესი მაგრამ უღარიბესი ჩოხატაური, სადაც 17 ათასი მოსახლიდან 11 ათასი (65%) იღებს სოციალურ შემწეობას, სამაგიეროდ ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად ყველა არჩევნებზე.
სიღარიბე – ოლიგარქის მთავარი მოკავშირეა!!!
18 დღე გამარჯვებამდე“, – წერს ქადაგიძე.