“სააკაშვილს სურს რევოლუცია, მაგრამ არ გამოუვა”- კალაძე

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია ძირითადად დესტრუქციით, დიდი სურვილი აქვს, შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, ქართველი ხალხის პოლარიზება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სააკაშვილის ასეთი განცხადება პირველი არ არის, ამას ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. კანონის ფარგლებში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share