ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლის მეხანძრე დაიღუპა

დღეს, ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლის მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელია მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share