ცნობილი ფირალის სისონა დარჩიასათვის თავშესაფრის მიმცემთა გასამართლება
ოზურგეთიდან გვწერენ: მარტის თვეში ოზრგეთში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილების გასვლითი სესიის მიერ განხილული საქმეებიდან ყველაზე საინტერესო იყო შემდეგი ბრალდებულების საქმეები:
1) აზნაურები კვირკველიას, ჭყონიას და გლეხი სარჯველაძის საქმე – ყაჩაღობა და მიმალვაში მყოფი ცნობილი ყაჩაღის სისონა დარჩიას შეფარება, რომელიც მოკლული იქნა ადგილობრივი ადმინისტრაციის ბრძანებით რამდენიმე დღით ადრე სესიის აქ ჩამოსვლამდე;
2) სალდათის შვილის ბალავინოვის საქმე – დარჩიასთან ერთად თადარიგის მაიორ ა. შევარდნაძეზე ძარცვის მიზნით თავდასხმა და მისი მკვლელობა;
3) აზნაური ვ. მგელაძის საქმე – დარჩიასთან ერთად რომანული საფუძვლით კერძო შუამავალის თავად მაჩაბელის მკვლელობა;
ყველა ზემოხსენებული დამნაშავისათვის ჩამორთმეული იქნა ყველა უფლება და ქონება და გადასახლებულნი იქნენ კატორღულ სამუშაოებზე. გლეხი გლახუნა ჯაში კი რომელიც მხილებული იყო სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების მიცემაში აყვანილი იქნა წინასწარ პატიმრობაში სისხლის სამართლის სასამართლოსათვის გადაცემის მიზნით;
ყველა საქმესთან დაკავშირებული განაჩენი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რადგანაც ოზურგეთის მაზრაში მომხდარი დანაშაულების გამო, მოსახლეობას ეკისრებოდა ეგზეკუცია და სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ღონისძიებები (ფულადი ჯარიმები, დროებითი გადასახლებები იმ პირების მიმართ რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ყაჩაღების შეფარებაში).
ასეთი სახის საქმეების ადგილზე განხილვა, უეჭველად დადებით გავლენას იქონიებს მოსახლეობაზე, რომელთა შორის არცთუ ისე ცოტაა ბნელი საქმეებით დაკავებული პირები.
გაზეთი „კავკაზი“ 12 აპრილი 1891 წელი