ევროპული მომავლის დასაცავად ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მხატვრები და რეჟისორები ერთიანდებიან. ასობით ადამიანი დარეგისტრირდა დამკვირვებლად, რომ ისტორიული არჩევნები დაიცვას. ხელოვანები “პირველებთან” ინტერვიუში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნების გახსნიდან ხმების დათვლამდე იქნებიან უბნებზე, დააკვირდებიან პროცესს მთელს ქვეყანაში და არ მისცემენ ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნების მიტაცების უფლებას.
მაქსიმალურად იქნება მობილიზებული მთელი „ოცნების“ ჯგუფი იმისთვის, რომ რამენაირად მოიპარონ ხმები და მიითვისონ სხვისი ხმები. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე, მაგალითად, დავრეგისტრირდი დამკვირვებლად იმიტომ, რომ დავრწუნდე, რომ იმ უბანზე ყველაფერი რიგზე იქნება, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. ბევრი ჩემი ახლობელი, ჩემი კოლეგა დარეგისტრირდა და ისინიც დააკვირდებიან. ასე რომ, ეს დღეს, 26 ოქტომბერი საქართველოს მომავალს ეკუთვნის. ჩვენ ყველამ უნდა გავიჭირვოთ და ამ დღემდე, ჯერ ერთი, მივიდეთ და ამ დღეს უნდა გავიმარჯვოთ, – ამბობს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.
დამკვირვებლად დარეგისტრირდა მსახიობი ეკა ნიჟარაძეც, რომელიც ამბობს, რომ “ოცნების” 12 წლიანი მმართველობა, რომელსაც ქვეყანა უკან-უკან მიჰყავს, უკვე გაუსაძლისია.
დაიცავს, პირველ რიგში, გაყალბებისგან ალბათ. რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება, მით უკეთესია. მე ავიღე ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობა ჩენი ქვეყნისთვის ასეთ ისტორიულ, გადამწყვეტ მომენტში. ხალხი ელოდება ცვლილებებს, იმიტომ, რომ გაუსაძლისია 12 წლის განმავლობაში ერთი და იგივეს მოსმენა. თან წინ ვერ მივდივართ, პირიქით, უკან და უკან მიდის ყველაფერი და რაც მთავარია, ჩვენი კურსი, – ამბობს ეკა ნიჟარაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დამკვირვებლად 3 335 ადამიანი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ვადა 19 ოქტომბერს იწურება.