“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”, – წერს გერმანიის ელჩი X-ზე.
***
თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის ანა ლიურმანის განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძემ ჯერ თქვა, რომ არ იცოდა, ვინ იყო გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მას “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.
გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.