“”გარეჯი საქართველოა”-ს ყვირილი რატომ უწყობს ხელს მის დაბრუნებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს?”

პარტია “გირჩის” წევრი, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი ეხმიანება  განცხადებას  -“საოკუპაციო რეჟიმი, რომ ხალხს იტაცებს და აქ განგაშს ტეხენ, ეს ხელს არ უწყობს გათავისუფლების პროცესსო”  და ამასთან დაკავშირებით   სოცილაურ ქსელში წერს: “სუს-მა განცხადება გააკეთა ამ დილით. რა ენაზე ლაპარაკობდა არ ვიცი, მაგრამ ქართულის მცოდნე ადამიანი აზრს გამოიტანდა!  ასეთი რამ თქვა: საოკუპაციო რეჟიმი, რომ ხალხს იტაცებს და აქ განგაშს ტეხენ, ეს ხელს არ უწყობს გათავისუფლების პროცესსო. ჰოდა კითხვა გამიჩნდა: “გარეჯი საქართველოა”-ს ყვირილი რატომ უწყობს ხელს მის დაბრუნებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს?”-წერს ზენაიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share