მოსკოვის ოლქის სასამართლომ ფრანგ პოლიტოლოგ ლორან ვინატიეს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ვინატიეს სამხედრო საქმიანობის შესახებ ნებართვის გარეშე ინფორმაციის მოგროვება ედება ბრალად. ბრალდება რუსეთს უცხოეთის აგენტების კანონის ერთ-ერთი ქვეპუნქტია.
გამოძიების ვერსიით 2021 წლის აპრილში და 2022 წლის აგვისტოში ვინატიე რუსეთის 3 მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან “მობილიზაციისა და სამხედრო მომზადების” შესახებ ინფორმაცია შეიტყო, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა შესაბამისი ორგანოები. ვინატიემ ბრალი აღიარა და სასამართლოს სიტყვით მიმართა:
“არ მომერიდება იმის თქმა, რომ რუსეთი შემიყვარდა. ამას ჩემი პირადი ცხოვრებაც ადასტურებს, ჩემი ცოლი რუსია, ჩემი მეგობრებიც რუსები არიან. ერთადერთი რასაც გთხოვთ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა”.
ფრანგი პოლიტოლოგი რუსეთისა და ცენტრალური აზიის ექსპერტია. 2014 წლიდან მუშაობს ჟენევის ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრში . ვინატიე მიმდინარე წლის 7 ივნისს დაააკავეს.