“ქართული ოცნების” აგიტატორი აპირებს, რომ მმართველ პარტიას სასამართლოში უჩივლოს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
იზოლდა ჯაბნიძე “ბათუმელებთან” საუბრის დროს აცხადებს, რომ თავადაც და მისი მეუღლეც ივანიშვილის ხელისუფლების აგიტატორები არიან, მაგრამ მიუხედავად “ქართული ოცნების” მხარდაჭერისა, მმართველი პარტია უსამართლოდ ექცევა.
”211 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მაქვს საკუთრებაში, რომელზეც ორსართულიანი სახლი დგას, მაგრამ საკუთრების თაბმობის სანაცვლოდ, “ქართული ოცნება” 70 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინას, ან 45 ათას ამერიკულ დოლარს მთავაზობს, რაც უსამართლობაა”, – ამბობს იზოლდა ჯაბნიძე.